ამონარიდები

მერანი

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!

შემოღამება მთაწმიდაზედ

მწუხრი გულისა - სევდა გულისა - ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს, რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!

ფიქრნი მტკვრის პირას

მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა, უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა. არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!

სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად...

ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი? ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი!

ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი...

ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი! ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი! ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი, და დავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი!

სული ობოლი

ძნელი არის მარტოობა სულისა: მას ელტვიან სიამენი სოფლისა, მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა, ოხვრა არის შვება უბედურისა!

ძირითადი თარიღები

ქრონოლოგია
  • 15/12/1817

    დაიბადა თბილისში

  • 1827-1835

    სწავლოვდა თბილისის პირველ გიმნაზიაში

  • 1835-1844

    მუშაობდა სამართლისა და განჩინების ექსპედიციაში კანცელარისტად

  • 9/10/1845

    გარდაიცვალა განჯაში. 11 ოქტომბერს დაკრძალეს განჯის რუსული ეკლესიის ეზოში

    შემოქმედება & პრობლემების ანალიზი

    საქართველო - ,,გენოსთა და გმირთა ქვეყანა"
    No posts.
    No posts.

    გალერეა

    ბარათაშვილის ცხოვრებიდან...
    Me
    ნ. ბარათაშვილი
    მხატვარი რ. სტურუა

    მანანა ორბელიანის სალონი, ნ. ბარათაშვილი კითხულობს ბედი ქართლისა

    Me
    ნ. ბარათაშვილი
    ლადო გუდიაშვილი

    ნიკოლოზ ბარათაშვილი. ლადო გუდიაშვილი – Nikoloz Baratashvili. Lado Gudiashvili

    Me
    თბილისის კლასიკური გიმნაზია
    1827 წ. სექტემბერს

    ნიკოლოზ ბარათაშვილი თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში მიაბარეს.

    ჩვენ შესახებ

    სსიპ თბილისის მე-10 საჯარო სკოლა
    • გლდანი-ნაძალადევის რ-ნ, ც.დადიანის 189

    • tbilisi10@mes.gov.ge

    • +995 322690080

    ჩვენ ვართ მე-10 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები: თამუნა მინდიაშვილი - tmindiashvili5@gmail.com, 591 415 209 და ვერიკო ტატიშვილი 591 911 540.

    თამუნა მინდიაშვილი: ძალიან მიყვარს კითხვა, ქართველი კლასიკოსი პოეტებიდან ჩემთვის გამორჩეულია ნიკოლოზ ბარათაშვილი, რადგან მის პოეზიაში შეგვიძლია ამოვიკითხოთ ის, რასაც სხვაგან ვერ ვნახავთ. განსაკუთრებით მომწონს ,,ფიქრი მტკვტის პირას" და ,,რად ჰყვედრი კაცსა". ასევე დიდ დროს ვუთმოვ ამერიკული სერიალების ყურებას.

    ვერიკო ტატიშვილი: მომწონს პოეზია და ზოგადად მხატრული ლიტერატურა. ქართველი პოეტებიდან გამოვარჩევდი ნიკოლოზ ბარათაშვილს და გალაქტიონ ტაბიძეს, თუმცა ძალიან მომწონს სხვა უამრავი თანამედროვე და კლასიკური პოეტიც. თავად ტატოს შემოქმედებიდან ჩემთვის განსაკუთრებულია ლექსი ,,ნაპოლეონი". ლიტერატურული მიმდინარეობიდან არცერთს გამოვარჩევდი, ყველა თავისებურად მისაღებია.