განათლება

ტატოს მასწავლებელი სოლომონ დოდაშვილი იყო. ის   აქტიურად მონაწილეობდა 1832 წლის შეთქმულებაში. სამწუხაროდ შეთქმულება    ჩაიშალა. შენ შეთქმულების  მონაწილეეები დააკავეს მათ შორის სოლომონ დოდაშვილიც.

სამი წელი ასწავლიდა სოლომონი ტატოს. ეს იყო თავისუფლებისა და რომანტიზმის გაკვეთილები.ტატო რომ გენიალური პოეტი გახდა ეს სოლომონ დოდაშვილის დამსახურებაც არის.

არა მხოლოდ კეთილშობილთა სასწავლებელში, სადაც ის მერე სწავლობდა, არამედ ჯერ კიდევ ძველ, კალოუბნის ქართულ სკოლაში,სადაც ზაფხულობით ეზოში იყო ხოლმე გაკვეთილები ძველებური ქართული სტილით, ის თავისი ტანცაობით იყო ცნობილი. მერე და მერე, კეთილშობილთა სასწავლებეში ყოფნისას, ალდადანოვთან, ცეკვის ცნობილ მასწავლებელთან დაიწყო სიარული. ის ლეკურსაც ასწავლიდა და ევროპულსაც და აღარ იყო წვეულება, ტატოს რომ არ ეცეკვა.


მუსიკა და სიმღერა იტაცებდა. ხან დაირას  უკრავდა, ხან  დიპლიპიტოს, ხან ჭიანურს ხან თარს.  ხმასაც აყოლებდა,  მაგრამ  ბოლომდე   ვერც დაკვრა ისწავლა ვერც სიმღერა.

ოხუნჯობა ტატოს თანდაყოფილი ნიჭი იყო, მაგრამ თბილისიც ისეთი ქალაქი იყო, რომ თუ არაა მისი ოხუნჯობები, მთლად საღათას ძილს მიეცემოდა- მაშინ არ იყო არც თეატრი, არც გაზეთი, არც სხვა რამ თავშესაქცევი.

მთავარ გასართობად იყო სეირნობა ბაღებში, წვეულებები, ერთმანეთთან სიარული და დროსტარება: ვთქვათ, მანანა ორბელიანის სალონში ჯდომა, ლაპარაკი და ჭორები, ჭორები, ჭორები...
თბილისი არის ჭირი და ჭორიო, როგორც თავისი ოფიცერ ბიძებს წერდა ტატო, როცა თბილიშში შავი ჭირის გაჩენას შიშობდნენ. გაუთავებელი ფლირტი ბიჭობიდანვე - ქმრიანებთან, უქროებთან, თავის ტოლებთან, უფროსებთან, უმცროსებთან, ესეც იყო მისი ცხოვრება.
ტატო ამის ოსტატიც იყო, თუმცა არც ერთი ფლირტი საბოლოოდ ღრა და ნადმვილი ურთიერთობაში არ გადაზრდილა.
ჰქონდა ამის სურვილი, მაგრამ ვერ გადაზარდა და ამის გამოც ძალიან სევდიანი იყო. ხშირად სწერდა თავის ბიძებს, ეს ქალაქი სულისთვის, გულისთვის და გონებისთვის არაფერს იძლევაო; ძალიან უყვარდა აქაურობა და ამით საზრდოობდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ეკუთვნოდა რაღაც უფრო მეტი და მეტის ნახვა უნდოდა. მისი ერთი ბიოგრაფი წერს, საბრალო ბიჭი იყოო,რადგან თერგიც კი არ დაელიაო.
ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებმა არც უნივერსიტეტში გაუშვესდა არც სამხედროში.
თერგი არ დაელიაო, ქუთაისშიც კი არ ყოფილა და ზღვაც არ ენახაო.
ამ პატარა ქალაქს ის გაცილებულიც არ იყო და ამ ქალაქისთვის ის იყო ძალიან დიდი ხალისი და თვალი; ყმაწვილი კაცი, რომელმაც დაამთავრა კეთილშობილთა სასწაველბელი და რომელსაც ჰქონდა იგივე ოცნება, რაც მთელს მის თაობას - სამხედრო სამსახურე, სახელის განთქმა კავკასიის ომებში და კარიერის პოვნა. ბევრა მისმა მეგობარმა ეს ბრწყინვალედ მოახერხა: თუნდა ლევან მელიქიშვილმა, მისმა უახლოესმა ადამიანმა, რომელმაც აგერ, ოთხმოციან წლებამდე მიაღწია და გახდა დიდი გენერალი და უდიდესი თანამდებობისა და პატივის კაცი; ასევე მისმა ბიძებმა, რომელბიც საერთოდაც ლეგედნით იყვნენ შემოსილნი, და უამრავმა ასეთმა ახალგზარდა ქართველმა თავადიშვილმა.
ვინც კი მოინდომა, ყველა გახდა სამხედრო.
ის, რომ ბარათაშვილი სამხედრო ვერ გახდა, უბრალო რამით აიხსნება: კეთილშობილთა სასწავლებელში ის კიბიდან გადმოვარდა, მოიტეხა ორივე ფეხი და როცა მოშუშდა, გაირკვა, რომ საბოლოოდ დაკოჭლდა ცალი ფეხით.
სასწავლებელი რომ დაამთავრა და მამას სთხოვა, მის სამხედრო კარიერაზე ეზრუნა, მელიტონმა უთხრა, შენ მარტო ინვალიდების როტაში მიგიღებენ და ამით ვერანაირ კარიერას ვერ გაიკეთბო.
ტატოს მზად ჰქონდა მეორე სურვილიც - უნივერსიტეტში სწავლა, მაგრამ ამ დროს მელიტონი ავად გახდა და - მე რომ რამე მომივიდეს, მთელი ოჯახი შენი სარჩენი იქნება, სად გაგიშვაო.

რაღა თქმა უნდა, მელიტონს არაფერი მოუვიდა და 15 წელიწადს კიდევ იცოცხლა ტატოს გარდაცვალების შემდეგ. ასე და ამგვარად მას ყოველგვარი კარიერის შანსი მოესპო და მუშაობდა დაიწყო სტოლონაჩალნიკად, გახდა ჩინოვნიკი თბილისის ექსპედიციაში „სუდა ი რასპრავი“.

გამოყენებული ლიტერატურა:
 აკა მორჩილაძე - ქართულის რვეულები XIX საუკუნის სურათები

No comments:

Post a Comment