***
ერთ შემოდგომას ისე მოხდა, რომ ცნობილმა ოფიცერმა ილია ორბელიანმა თავისი დისშვილ, ნიკოლოზ ბარათაშვილი დუელში გამოიწვია და, თავისი ჭკუით მოკლა კიდეც.
ერთ შემოდგომას ისე მოხდა, რომ ცნობილმა ოფიცერმა ილია ორბელიანმა თავისი დისშვილ, ნიკოლოზ ბარათაშვილი დუელში გამოიწვია და, თავისი ჭკუით მოკლა კიდეც.
ეს სასაცილო ისტორია
თავიდან ძალიან ბრაზიანად და არეულად დაიწყო.
საქმე ისე იყო
რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი ახლო მეგობარი, მაღალაშილი ყოველთვის და ყველა წვეულებაზე
ძალიან აქილიკებდნენ ილიკოს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და ცნობილი ოფიცერი იყო
და ნიკოს ბიძა პირობითად თუ დაერქმეოდა, რადგაც მასზე სულ ორი წლით იყო უფროსი და ისინი
უფრო ძმები იყვენ ვიდრე ბიძა და დისშვილი.
დუელის ამბავი
კი საღამოს მოხდა, წვეულებაზე, სადაც ნიკო
მაღალაშვილის გარეშე მივიდა და ილიკოს ჩვეულად დაუწყო ქილიკი და აგდება. ილიკო თურმე
დილიდანვე ფიქრობდა ამ წვეულებასა და დუელზე,რადგაც ბიჭების დაცივნა ყელში მოსდგომოდა,
მაგრამ, რა თქმა უნდა, მაღალაშვილის გამოწვევას აპირებდა, ის კი წვეულებაზე არ მივიდა.
დუელი, დუელიო
და რადგან ორივე გაიქაჩა და რადგან საქმე სერიოზულად იყო სეკუნნდანტებიც დაინიშნენ-
ნიკოს ეს მაღალაშვილი წაჰყვა და ილიკოს კი ერთი ყაბარდოელი ოფიცერი და, რა თქმა უნდა,
მეგბრების მთელი არიმაიც, იმიტომ რომ დუელი ქალაქ გარეთ უნდა შემდგარიყო.
მეგობრები სწორედ
ნიკოს ამხენევებდნენ და არა ილიკოს.
ნიკო სამოქალაქო
პირი იყო, ილიკო კიდევ-სამხედრო.
ცხაადია, მათი
სროლაში გაჯიბრება უნდა დასრულებილიყო ოფიცრის გამარჯვებით. ძალიან უხერხული და რთული
ამავი ელოდათ, იმიტომ, რომ ბიძას დისშვილის მოკვლა და დასჯა გადაეწყვიტა. დუელისტვის
უცნაური ადგილი შეარჩიეს- თავდაღმართი.
მაღალი და ახოვანი
ილიკო დააყენეს აღმრთის თავში, ნიკო კიდევ, უფრო დაბალი და უფრო ჩაფსკვნილი, თავთაღმართი.
სეკუნდანტებმა
დამბაჩები შეამოწმეს, მერე დუელიანტებს ჩამოურიგეს და მათაც ისროლეს.
ნიკოსი გავარდა,
მაგრამ ასე გამოჩნდა, რომ ასცდა. ილიკოსი კი არ გავარდა: მისმა დამბაჩამ მხოლოდ ცხვირი
დააცემინა და გაბრაზებულმა ერთი ამბავი ატეხა, თქვენო ფინთიხი არ ჩამიყარეთ დამბაჩაშიო.
თუმცა, შემოწმების შემდეგ დარწმუნდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და გასროლად დარჩვენილი
ჰქონდა.
დაუმიზნა და ესროლა.
ნიკო წაიქცა და
ილიკომაც იყვირა, ვაიმე, ვაიმე, ჩემი ძმა მოვკალი, ჩემი დიშვილი მოვკალი, როგორ მოვასვენო
ახლა სახლშიო. გაქანდა თავდაღმართში და დაახტა თავზე ნიკოს.
დუელიანტებს პირობა
ჰქონდათ შეკრული, რომ გამარჯვებულს დამარცხებული, დაჭრილი ან მკვდარი თვითონ უნდა მიესვენებინა
სახლში.
ილიკო ატირებული
გამოქანდა თავდაღმართიდან, დაახტა წაქცეულ ნიკოს და ხელებით დაუჭყო სინჯვა, რათა ჭრილობა
ეპოვა და უცებ გაიგონა მისი ხმა: ბიჭო, ჯიბეში ქიშმიში მიდევს... ქიშმიშსა მპარავსო.
ყველან სიცილი
დაიყწო. ილიკოს გარდა, ყველამ იცოდა,რომ დამბაჩებში ტყვია-წამალი არ ეყარა.
ილიკო საშინლად
გაბრაზდა, მაგრამ ისე გაუხარდა, ნიკო რომ არ მოკლა,რომ ეს ამბავი კიდევ ერთი მხიარული
კამპანიით დამთავრდა. ნიკოს და მაღალაშვილს კიდევ დიდხანს ჰქონდათ საოხუნჯოდ, როგორ
აპირებდა ბიძა დიშვილის მოკვლას.
***
***
საერთოდ, ტატოს
მთელი სამეგობრო ძალიან კარგად მოეწყო რუსულ საჩინოვნიკო და სამხედრო საქმეში. იგივ
ცნობილი და ყველაზე საზიზღარი ცენზორი ლუკა ისაღლიშვილი მისი კლასელი და ახლო მეგობარი
იყო. გამონაკლისად შეიძლება მხოლოდ დიმიტრი ყიფიანი მივიჩნიოთ, რომელიც დიდი ჩინოვნიკიც
იყო, მაგრამ თან იყო ბევრი ქართული საქმის მოთავეც.
ბიძებისადმი ტატოს
წერილებს რომ გადავავლოთ თვალი, იქ ხშირად წყენაც გამოჩნდება ხოლმე. ილიკო და ნიკო
თითქმის ტოლები იყვნენ და მათ მიმოწერაში უფრო მეგობრული დამოკიდებულებაა, გრიგოლი
კი უფროსი იყო, მას მეტი მოეთხოვებოდა და ნიკოც სწორედ მას სწერდა გულისნადებს.
სადღაც უცხოეთში,
უცხო ქვეყანაში არის ასეთი წესი, რომ მეგობრები მოჰკიდებენ ხელს თავიაანთ დაჩაგრულ
მეგობარს, გამოიყვანენ ცხოვრებაში, გადაადგმევინებენ ნაბიჯებს წინ და მერეღა შეუშვებენ
ხელს.
აი, ამას სწერს
ბიძას და უხსნის, რომ დახმარება სჭირდება.
გრიგოლ ორბელიანი
კი უკვე ძალიან ცნობილი სამხედროა კავკასიის ომებში. ბიჭოო, - ასე სწერს ილიკო, - ახლა კი ჩვეულებრივად ვეღარ მოგწერ წერილებს,
ავარიის ხანი ვარო; ჰაქიმ-ხან ემირი ვარ უკვეო, - აი ასეთი სიამაყით ამცნობს, - და
ჩემს ბეჭედს აწერიაო: ,,მუთავაქილ ქნიაზ ორბელიან, ხან ემირ ავარ“... დიდი სიამაყითა
და განცდით; ავარიის გამგებელი, დიდი თავგადასავლებით, დიდი სამხედრო გამოცდილებით,
საგმირო ეპიზოდებით, შამილთან ლამის უშუალო ბრძოლით.
მერე, როცა უკვე
დატყვევებული შამილი ნახა პეტერბურგში, ალექსანდრე მეორესთან, სადაც თვითონაც იყო მიწვეული,
მოიწერა: რა დარბაისელი კაცი ყოფილა, რას ვეოებოდით ამდენ ხანსო. მანამდე კიდევ - შამილა,
შამილაო, ასე იწერება. იგრძნობა, რომ არა აქვს შამილას პატივისცემა ახალგაზრდობის და
ომის დროინდელ წერილებში. არადა, ბევრი რუსი ოფიცრის წერილებში შამილი მოიხსენიება,
როგორც ,,ჩვენი დიადი მტერი“, ,,ჩვენი მამაცი მტერი“, ,,ჩვენი ღირსეული მეტოქე“.
გრიგოლთან ასეც
ვერ შეხვდები, ერეკლე მეფის შვილთაშვილია და ლეკთა ბატონზე არ იხარჯება. მხოლოდ სიბერეშიღა
მოლბა. მოხუცები, ხომ იცით.
ანდა, მისი თავგადასავალი
ჰაჯიმ ურატთან, რომელმაც გრიგოლს რეზიდენციიდან მოსტაცა აჰმედ ხანის ულამაზესი ქვრივი
ნოჰ ბაქე, და გრიგოლი სერთუკისამარა, ლოგინიდან წამოვარდნილი გაეკიდა, ქალი რომ წაერთმია;
ანდა, ის ამბავი, მერე როგორ შერიგდნენ ის და ჰაჯი მურატი, როგორ ნადირობდნენ ზაქათალაში
და, საერთოდ, მთელი მისი თავგადასავალი, რომლის შესახებაც ის თითქმის არასდროს ჰყვებოდა.
მოგონებებიდან
დაგვრჩა მხოლოდ ის, რომ გრიგოლი იყო რუსეთის უერთგულესი და ალბათ ყველაზე სანდო მოხელე,
ერთადერთი ქართველი, ვინც მთავარმართებლის მოვალეობის შემსრულებლად იყო. ასევე ის,
რომ მან გურიის აჯანყება ტყვიით ჩაახშო და თბილისის ყარაჩოღელების აჯანყებასაც ტყვიით
უპასუხა მას შემდეგ, რაც ლაპარაკმა არ გაჭრა.
ანდრია პირველწოდებულსი
ორდენი თბილისში ჩამოუტანა თავად ალექსანდრე მეორემ.
ასეთი კაცი, ასეთი
ბიძა, ასეთი გავლენა და აქეთ ეს საბრალო ბიჭი თავისი უსაზღვრო ნიჭით, რომელიც სთხოვს,
რაღაცაში მომეხმარე, რაღაც გამიკეთეო, და არაფერი გამოდის.
ის დუმს, სწერს
ტკბილ წერილებს.
ტატო ეძებს ადგილს,
ახალ სამსახურს სადმე სხვაგან; ცდილობს, ვიღაცას გაჰყვეს სადმე.
მის მეგობრებს
უკვე ნიშნავენ მაზრის უფროსებად, 28-29 წლის ბიჭებს აწინაურებენ და ისინიც როგორღაც
არ ივიწყებენ ტატოს.
ლევან მელიქიშვილს
ნახჭევანში მიჰყავს, სადაც თავად მაზრის უფროსადაა. ტატოც სიხარულლით მისდევს, როგორც
თანაშემწე.
იქ დიდხანს არ
გაჩერებულა. 6 თვის თავზე ლევანი თბილისში გამოიხმეს. ტატოს კი ფული წაეგო ბანქოში
და ლევანმა აღარ დატოვა. 400 მანეთი წააგო და მაგის ამბავი რომ ვიცოდი მიაყოლებდა და
მიაყოლებდა, ითამაშებდა და ითამაშებდა, დაამიტომ წამოვიყვანეო. მაგრამ ტატომ ისიც იგრძნო,
რომ თბილისში იოად დაივიწყეს. დარცენილია მისი საყვედურიანი წერილები, მესამე თვეა,
აქა ვარ და რომელს გაგახსენდიტ ერთიო.
თბილისი მობრუნებული,
ის კვლავ ცდილობს ახალი ადგილის პოვნას. თითქოს გამოჩნდა კიდეც - თელავში, სადაც მაზრის
უფროსად მიდიოდა მამუკა ორბელიანი. წამოგყვებიო, სთხოვა ტატომ და იმანაც თანხმობა უთხრა,
მაგრამ მამუკას უცებ სეუცვალეს ადგილი და გაისროლეს განჯაში. ტატო იქაც წაჰყვა.
ოღონდ კი წასულიყო.
ჰოდა, სწორედ
განჯაში გარდაიცვალა.
გარდაიცვალა ძალიან
უბრალოდ, როგორც სუსტი და მიტოვებული კაცი.
ყაჩაღების დევნაში
გაჰყვა მამუკას და გაცივდა.
მერე თითქოს გამოკეთდა,
მაგრამ, ეტყობა, გამოშუშება არ აცალა. განჯელ მღვდელს უამბია მისი მეგობრებისთვის,
ბევრი ცივი ლუდი დალია, ჯერ ომჯობინებული არ იყო და ისევ სეუბრუნდაო.
შეუბრუნა და ვეღარ
გამოვიდა.
გვარიანად დასუსტებული,
ვერც კლიმატს შეეგუა, ვერც სხვა რამეებს და იქვე, განჯაში დაკრძალეს.
შინ წამოსვენებაზე
არც კი უფიქრია ვინეს კარგა ხანს, ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანტ. უკვე მერე, ნიკოლოზ
მეორის დროს, მიმართეს მისმა სამმა დამ და ილია ორბელიანის ვაჟმა, გიორგიმ, მეფისნაცვალს
თხოვნით, გადმოვასვენებთო.
მანამდე კი ესვენა
განჯაში და აღმოჩნდა, რომ ყველას უცბად დააკლდა.
ილიკო სწერდა
გრიგოლს, რა ბედნიერი ხარ, აქ რომ არა ხარ და ეფემიას არ უყურებო. დედას დიდხანს აღარც
უცოცხლია.
ლევან მელიქიშვილის
წერილებზე პირდამირ ცრემლებია. გრიგოლს სწერდა: მე ვცოდავ ახლა, მაგრამ ღმერთს რატომ
მიჰყავს ასეთებიო; არ ვიცით, რა ვქნათ, სადაც სევალთ და დავსხდებით, ვგრძნობთ, რომ
ერთი ადგილი ცარიელიაო; ყველა წვეულებაში, ყველა სუფრასთან მგონია რომ იქაა და ვერ
ვხვდები, რატომ არ არის, რა დააშავა ასეთიო.
არის ეფემიას
წერილებიც - ერთადერთი იმედი მომიკვდაო.
აი, ასე წავიდა
და გაქრა მისი ხალისი და მისი სიცილი. ამოვარდა ყოფიდან.
მისი ლექსებიც
კარგა ხანს არსად გამოჩენილა. უკვე მერე ილია ჭავჭავაძე წააწყდა იმ ცნობილ რვეულს პეტერბურგში,
ეკატერინე ჭავჭავაძესთან, და დაუბრუნა ქართველებს ეს დიდი პოეტი, ტომელიც ამხელა დარდით
და ამხელა ხალისით დადიოდა თბილისში.
ცხოვრება კი გაგრძელდა.
***
***
მერანს დასაწყისში “ თავგანწირული მხედარი” ერქვა. თუმცა ნიკოლოზმა იფიქრა -” ყველა მაინც მერანს დაუძახებსო.” ასეც მოხდა ლექსი უსათაუროა, მაგრამ ყველას ჰგონია რომ მერანი ჰქვია.
***
აზერბაიჯანში გაიცნო იქაური პოეტი ქალი 18 წლის გონჩა-ბეგუმი, რომელსაც თურმე ქმარი აწამებდა.
- გონჩა-ბეგუმ, ისეთი რა დარდი გაქვს, არასოდეს რომ არ იცინი?- ჰკითხა ტატომ.
- ეს დარდი არ არის, ეს ტკივილია.
- რა ტკივილია?
- ქმარს არ ვუყვარვარ.
- როგორ თუ არ უყვარხარ, შეიძლება, კაცს ასეთი მშვენიერი ცოლი ყავდეს და არ უყვარდეს? ის ლექსი იმიტომ დაწერე?
- რომელი ლექსი, თქვენ საიდან იცით ჩემი ლექსები?
- მე ყველაფერი ვიცი…
არავინ იცის,როგორ, მაგრამ ტატომ შეარიგა ცოლ-ქმარი და მას შემდეგ ისინი ტკბილად ცხოვრობდნენ.
გამოყენებული ლიტერატურა:
აკა მორჩილაძე - ქართულის რვეულები XIX საუკუნის სურათები
გამოყენებული ლიტერატურა:
აკა მორჩილაძე - ქართულის რვეულები XIX საუკუნის სურათები
დიდი ქართველები - გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები (გამომცემლობა პალიტრა L)
No comments:
Post a Comment