შემოქმედებაზე

***
საქართველო - ,,გენოსთა და გმირთა ქვეყანა". მართლაც, რამდენი მსოფლიო დონის საზოგადო მოღვაწე, პოეტი თუ მწერალი აღუზრდია ჩვენს პატარა სამშობლოს. მათ შორის საპატიო ადგილი უჭირავს ,,ერთადერთ რომანტიკოსს საქართველოში და ეთადერთ თბილისელ გენიოსს" (როგორც ლევან ბერძენიშვილი უწოდებს), ნიკოლოზ ბარათაშვილს. მისი ბიოგრაფიის დეტალები ყველასთვის ცნობილია და ვიცით, რომ სწორედ რთულმა ცხოვრებამ აქცია ის ტატოდ, რომელსაც რეს ვიცნობთ. და მაინც, როგორ აისახა მთელი ტრაგიზმი მის ლექსებსა უ წერილებში? რატომ ითვლება ნ.ბარათაშვილს შემოქმედება ერთ-ერთ უპირველესად? 
,,ნიკოლოზ ბარათავილი რომ დიდი პოეტია, ეს გემოვნების საკითხი არაა, ეს აზროვნების საკითხია" - ლევან ბერძენიშვილი  
ტატო ძალიან ახალგაზრდა, 27 წლისა, გარდაიცვალა. თუმცა მაინც მოახერხა პოეზიაში თავისი სიტყვის თქმა.  ჯერ კიდევ 15-16 წლისა, ავტორი იყო შემდეგი ლექსებისა: ,,ვარდი და ია"; ,,ნარგიზი და ყაყაჩო"; ,,კავკასიური მოთხრობა"; ,,ვარდი და ბულბული" და ,,შემოღამება მთაწმინდაზედ".  გარდა ლექსებისა, სკოლის პერიოდში წერდა სატირებს და თანამდებობის პირებს უგზავნიდა. ,,ნაპოლეონი" პირველი ლექსია რომელშიც ნიკოლოზ ბარათაშვილის პოლიტიკური შეხედულებები ჩანს. ამ პერიოდში საქართველოში ყველაფერი, მათ შორის პოეზია, აზიური ზეგავლენის ქვეშ იყო. ტატო კი ღიად მიიწევდა ევროპისაკენ. პატარა ასაკიდანვე ეწინააღმდეგებოდა დამყარებულ რეჟიმს. დასცინოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს. გარდა ლექსებისა, სკოლის პერიოდში წერდა სატირებს და თანამდებობის პირებს უგზავნიდა. ერთ-ერთი მსგავსი სატირა, პეტრე მელიქიშვილთან ერთად, თბილისის გუბერნატორს, ნიკოლოზ ფალავანდიშვილსაც, გაუგზავნა. რა თქმა უნდა, დაისაჯა კიდეც, გაროზგვით.

სკოლის პერიოდშივე თარგმნა იოჰან ლაიზევიცის ტრაგედია - ,,იულუს ტარენტელი".  ბარათშვილის შემოქედებაში კარგად აისახა ,,სამი უპასუხო სიყვარულიც''. პირველად 19 წლისას შეუყვარდა ვინმე ნინო. ლექსი ,,ღამე ყაბახზედ" სატრფოსთან, ანუ ნინოსთან, შეხვედრას ეძღვნება:
,,უეცრად  მთაში დავინახე თეთრკაბიანი 
და მეყსეულად მან მიმიღო ჩემნი ცნობანი"    
უკვე 1837 წელს მის ცხოვრებასი ჩნდება ფრანგი ქალიშვილი დელფინა ლამინელი. ლექსი ,,ასტრა", რომელიც ჩვენამდე არ მოღწეულა, მას ეძღვნება. თუმცა არც ერთ ქალს ტატოს შემოქმედებაში იმხელა ადგილი არ უკავია, როგორც ეკაატერინე ჭავჭავაძეს. ,,საყურე" ქართული პოეზიის მარგალიტი, სწორედ მასზეა დაწერილი. ამ ლექსით, ნიკოლოზ ბარათაშვილმა დაამსხვრია იქამდე არსებული სტერეოტიპები და გვიჩვენა, თავად საგანიც შეიძლება ატარებდეს რაიმე, აზრს დანიშნულეების გარდა. თავისი შემოქმედებით მან პირველმა თქვა, რომ ,,ქალი არის არა ლამაზი სხეული, არამედ თვით სილამაზე". როგორც ყველას, ტატოსაც ჰქონდა ის ვნებათაღელვით, ამბიციებით სავსე პერიოდი ,,მომავალი ფერადოვან ოცებებში რომ ერეკლებოდა". ამსვე გამოხატავს ლექსში ,,ხმა იდუმალი" ;  
 ,,ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი. 
ვინძლო იპოვო შენი საშვენი!'' 
მაგრამ ცხოვრებამ მალევე დაუნგრია ოცნების კოშკები და შინაგანი ხმაც მალევე გარდაიქმნა ,,ბოროტ სულად":  
,,წყეულიმც იყოს დღე იგი, 
როს შენთა აღთქმათა ბრმად მივანდობდი, 
ვუმსხვერპვლიდი ჩემს გულისთქმათა"  
ეს გულისტკივილი კარგად აისახა წერილში გრიგოლ ორბელიანისადმი:  
დავრჩი ისევ ჩემს მამულში, განვჰწესდი სამსახურში და დავჰმორჩილდი ჩემს მკაცრს ბედსა. თუმც ხანდისხან ჯავრით დავაპირებ ხოლმე მასთან შებმას: ან ჩემი ბედი, ან ჩემი სურვილის აღსრულება... 
როგორც ყველა რომანტიკოსს, მასაც აწუხებდა მარტოობის განცდა. აი,რას სწერს მაიკო ორბელიანს:  
შენ წარმოიდგინე მაიკო სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! 

ამ დანაკლისის ამოვსებას ბუნებაში ყოფნით ცდილობდა. მტკვრის ნაპირი, მთაწმინდა თუ ყაბახი - ბუნების წიაღში ეძიებდა იგი საკუთარ თავს, სამყაროს გასაღებს და აქვე ხდებოდა ის მნიშვნელოვანი პროცესი, როელსაც კოკა ბრეგაძე ,,სამყაროს გარომანტიკულებას" უწოდებს. ლექსში ,,სული ობოლი,, სწორედ მარტოობაზე დარდობს პოეტი: 
,,საბრალოა მხოლოდ სულიი ობოლი: 
ძნელღა ჰპოვოს რა დაკარგოს მან ტოლი"  
ლევან ბერძენიშვილის თქმით ნ. ბარათაშვილის შემოქმედებაში აისახა მთელი ევროპული რომანტიზმი, სწორედ ამიტომ არ დგანან გრ.ორბელიანი და ალ.ჭავჭავაძე მის სიმაღლეზე. 


ფერების სიმბოლიკა ბარათაშვილის შემოქმედებაში.

ლურჯ ფერს ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შეიძლება ითქვას რომ მისი საყვარელი ფერია: ,,ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,... სიყრმიდგან ვეტრფოდი.” ლურჯი ასოცირდება სიმშვიდესთან, დიდსულოვნებასთან, წყალთან. სტატუსს ნამდვილად არ ჰქონია მშვიდი და უდარდელი ცხოვრება და ამ ფერმა სხვა დატვირთვა ჰპოვა. კერძოდ და დარდისა და კაეშნის სიმბოლოდ იქცა: ,,დავკარგე ცისფერი რაც სიყრმეს ებადა”.
სწორედ ამიტომ, ბარათაშვილი სიმბოლიზმის შორეულ წინაპრადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პოეტის სიდიადეს. ლურჯი ფერი წყალთან ასოცირდება წყალი კი ტატოსთვის განტვირთვასა და დავიწყებასთან: ,,წარვედ წყლისა პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად” ,,კვნესა, გულისა, ტრფობის ნიშნით, მივცე ზღვის ღელვას. შავი ფერი კი, ტრადიციულად, ბოროტებასთან ასოცირდება: ,,და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი შავად მღელვარე”


***
თბილისში წიგნების შეზღუდული რაოდენობა იყო, ყველას ყველაფერი წაკითხული ჰქონდა, მასაც ძალიან უყვარდა კითხვა. ძალიან უყვარდა მსოფლიო ამბების ცოდნა. ამავდროულად, გაუთავებლად გატაცებული იყო, ძალიან მგრძნობიარე გახლდათ და ძლიან ხშირად უყვარდებოდა.
ხშირად მისი ლექსები ამ სიყვარულს ეძღვნებოდა.
მაგალითად, ტატოს უყვარდა დელფინა ლაბიერი, ფრანგი მეფუნთუშის ქალიშვილი. ლექსი „ჩემს ვარსკვლავს“ სწორედ მისადმი საყვედურებით არის სავსე. ვერც სხვა რომანები გადაიზარდა რაღაც უფრო ნამდვილსა და დიდში.
ტატოს ბიოგრაფები ამბობენ, რომ ის კოჭლი იყო და ნაკლებად შესახედი. თბილიში კი ბევრი სიმპათიური ახალგაზრდა იყო. თუნდაც ოფიცრობა. ისინი უფრო მიმზიდველები ჩანდნენ და მისი ნიჭი და ხალისი ვერ ფარდავდა მათ ჩინ-მედლებს, გარეგნობას და მუნდირებს.
ჩაცმა ტატომაც კარგი იცოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩაცმა ბევრს არ წყვეტდა. ოფიცერთა ცოლებს ძალიან აედევნებოდა ხოლმე, აგდებდა მარცვლებს ინტრიგების, მერე გადაჰკიდებდა ქალსა და კაცს ერთმანეთს, გათხოვილ ქალს მადევარ კაცს შეახვედრევდა, ან დააშორებდა.


ლევან მელიქიშვილი იგონებს, როგორ მოვარდა ერთხელ ტატო, ერთ წვეულებაზე ეკატერინე ჭავჭავაძის საყურის ციმციმმა გამაგიჟაო, და იქვე დაწერა ლექსი.


***
ტატო გრძნობდა, რომ აქ წინ ვერ წავა და ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთოს, ისაა, რომ სამსახურში დაწინაურდეს და ისიც- შეზღუდული ფორმით, რადგაც არა აქვს ის განათლება და საბუთები, მაღალ კარიერას რომ სჭირდება.
ამ დროს კი ცხოვრება ეგებ ქუხდა და გადმოქუხდა კიდეც. მის მეგობარი ლევან მელიქიშვილი და ბიძები თავიანთი სიმამაცითა და იარაღის იხვეჭდნენ სახელს. ისინი უვკე იყვნენ რუსეთის ძალიან ერთგული და განთქმული ოფიცრები. მისგან ნაქილიკები ილია ტყვედ ჩაუვრადა შამილს. შამილმა მთელი მოღალატე დაღესტნელები მის თვალწინ დაახოცვინა, ილიან კი წარბიც არ შეიყარა და უთხრა, თქვენ ამით ვერაფერს დაამტკიცებთო.
მისმა პასუხმა დაარწმუნა შამილი, რომ ილია განსაკუთრებული ადამიანია და რუსებთან მის მომგებიან გაცვლაზე ლაპარაკი შეიძლება. სწორედ ამის შემდეგ მოხვდა ილია ორმოში.
ასეთი ამბები ვცრელდებოდა მაშინ თბლისში, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ნიკოც და სხვებისც ამტკიცებდნენ, ილია კარგად არის და არ გატყდებაო. ჩანს, მათ იცოდნენ ილიას ხასიათი. მიმოწერაში კარგად ჩანს: ნიკოც და გრიგოლიც ამბობდნენ, არაფერი, არაფერი... რაღაც საერთო განწყობა იყო, რომ ილია გამოძვრება, ილია გადარჩება, ილი არ განადგურდება და ასეც მოხდა.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი ,,მერანი“ სწორედ ილიას გადარჩენისადმია მიძღვნილი - იმისადმი, რომ ილია გადარჩეს.
ასეც მოხდა: ილია 40 წლისა გახდა გენერალ-მაიორი, მას მიჰყვა გრიგოლიც.

ილია თურქეთთან ომში დაიღუპა, ბევრით არ გადაუსწრია თავისი დიშვილისთვის. ზაქარია პოლკოვნიკი იყო, ისიც ადრე გარაიცვალა, ლევან მელიქიშვილი კი კავკასიის მეფისნაცვლის თანაშემწე და მარჯვენა ხელი გახდა, ძალიან გავლნიანი კაცი.



გამოყენებული ლიტერატურა:
 აკა მორჩილაძე - ქართულის რვეულები XIX საუკუნის სურათები

No comments:

Post a Comment