ნიკოლოზ ბარათაშვილი
მეცხრამეტე საუკუნის გამორჩეული პოეტია, რომელიც მსოფლიო დონის იყო. წელსაც მისი დაბადებიდან
200 წლის იუბილეს აღნიშნავს არა მარტო საქართველო, არამედ მსოფლიოს უამრავი ქვეყანა.
ორი საუკუნე გავიდა
მისი დაბადებიდან და სწორედ ამ 200-მა წელმა განაპირობა ის პრობლემები, რომლებსაც ბარათაშვილის
კითხვისას ვაწყდებით. იმისათვის რომ უკეთ გავერკვათ ამ პრობლემებში ჩვენი მასწავლებელი
გვეხმარება.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა ბერელიძე:
როდესაც კლასში ბარათაშვილზე ვსაუბრობ, ვხვდები,
როგორ გრძნობენ, რომ რაღაც დიდზე ვლაპარაკობ, რაღაც განსხვავებულზე, თუმცა ბოლომდე
იგებენ-მეთქი რომ გითხრათ, მოგატყუებთ; ბარათაშვილის ბოლომდე გაგებას ის ლიტერატურული
მზაობა სჭირდება, ზრდასრულებასაც რომ არა აქვთ (სამწუხაროდ)... როგორც ლევან ბერძენიშვილი
ამბობს, ბარათაშვილი ელიტური პოეტია და, შესაბამისად, მას მომზადებული მკითხველი სჭირდება
(ემოციურადაც და ჩამოყალიბებული ლიტერატურული გემოვნებითაც); მეტსაც გეტყვით, ბარათაშვილის
გაგება თავისებურ ინტუიციასაც საჭიროებს... მიმოიხილავ ეპოქას, რომანტიზმის მახასიათებლებს
დაწვრილებით წარმოაჩენ (ნიუანსაც კი არ ტოვებ ყურადღების მიღმა), პოეტის პიროვნული
ტრაგედიის ჭრილში განიხილავ ყველა ლექსს და მაინც... რაღაც რჩება... რაღაც დიდი...
რამდენიმე დღის წინ ბარათაშვილის ორ ლექსზე ვსაუბრობდი
(,,ხმა იდუმალი’’, ,,სულო ბოროტო’’); ძალიან ვეცადე ორი საუკუნის სიშორის ემოცია (მით
უფრო თითქმის მათი ასაკის ადამიანისა) უფრო ცხადი გამეხადა: ჩემს მაგალითზე გავშალე
მე-20 და მე-19 საუკუნის ადამიანთა ემოციური
მსგავსება-განსხვავება ცხოვრების შეცნობასთან მიმართებით, მოვედი ნაბიჯ-ნაბიჯ 21-ე
საუკუნის მოზარდის გულთან და ,,იდუმალი ხმის’’ პრობლემატიკა მათივე სამყაროს შემეცნების ჭრილში გადავჭერი... ვიხსენებ თვალებს: გაფართოებულსა და გაკვირვებულს... და კომენტარს:
,,გვესმის მასწავლებელო, მაგრამ ვერ განვიცდით; ეს ჩვენი ემოცია არაა’’ ... და მივხვდი,
რომ ესმით, ეს უკვე დიდი პატივია ჩემთვის... და რომ ვერ განიცდიან ეს ფაქტიც ბუნებრივია,
რადგან ბარათაშვილის შეგრძნებას, როგორც ვთქვი, მაღალი პოეტური გემოვნება სჭირდება; გემოვნება და
ემოციური მზაობა (თანამედროვეობა კი, მოგეხსენებათ, ემოციას გაურბის)... მარტო ის რად
ღირს, რომ ბევრ პრობლემურ თემაზე საუბრისას ბარათაშვილის ლექსიდან ,,ფიქრნი მტკვრის
პირზედ’’ (მე რომ მკითხოთ, ყველაზე ფილოსოფირი ლექსიდან) იშველიებენ სტრიქონებს და ხვდებიან მათი საუბრის მტკიცებითი ფორმა ერთიორად
მყარი ხდება, ერთიორად დამაჯერებელი...
ასე რომ, ნუ მოვითხოვთ, რომ ყველა თემა, რომლებზედაც
ბარათაშვილი ასე თავისებური ემოციითა და სიღრმით გვესაუბრება, ერთნაირად გასაგები და გასააზრებელი იყოს მოსწავლისათვის; მთავარია გრძნობენ და აფასებენ
იმას, რასაც სამყაროს ბარათაშვილისეული აღქმა ჰქვია და თვალებით გიდასტურებენ, რომ
რაღაც დიდს, რაღაც მნიშვნელოვანს ეზიარებიან... მასწავლებლის მოვალეობაც სხვა რაა: მოზარდი მიაჩვიოს ,,დიდი’’ და ,,პატარა’’ ტექსტების გარჩევა-გააზრებას ...და იმასაც
თუ მოახერხებს, რომ მოსწავლეს დიდ ადამიანებთან
მიმართებით ,,სადიდო’’ ფიქრი ასწავლოს, მიზანი
მიღწეულია ...
თამუნა მინდიაშვილი:
თავისი მხრივ საინტერესოა, ჩვენი, მოსწავლეების აზრიც.
პირადად მე ამ ასაკამდე ბევრი არ ვიცოდი ბარათაშვილის შემოქმედებაზე. მსმენოდა მის
შესახებ, რამდენიმე ნაწარმოებიც მქონდა წაკითხული და მოიხედავად იმისა, რომ ჩემთვის
საინტერესო იყო ეს ტექსტები არასდროს მიფიქრია ბარათაშვილზე, როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ
ქართველ პოეტზე. ამ წელს რომანტიკოსების შესწავლა დავიწყეთ. ალექსანდრე ჭავჭავაძისა
და გრიგოლ ორბელიანის გაცნობის შემდეგ ამ მიმდიანრეობით არ დავინტერესდი. შემდეგ ნიკოლოზ
ბარათაშვილის შემოქმედების შესწავლა დავიწყეთ. ჩემი ყურადღება მიიპყრო მისმა ბიოგრაფიამა, იქიდან გამოდინარე, რომ ძალიან
ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა. სანამ ლექსებს გავეცნობოდი, უპირველეს ყოვლისა, სათაურებს
შევავლე თვალი, ამითაც დავინტერესდი. თუნდაც „სული ბოროტი“, „ვპოვე ტაძარი“, „ხმა იდუმალი“
მარტივად მიგახვედრებს, რომ რაღაც სხვა, უფრო
ღრმა უნდა ეძებო. შემოქმედების გაცნობის შემდეგ ადვილადი მისახვედრია, რომ ალექსანდრე
ჭავჭავაძე და გრიგოლ ორბელიანი მის გვერდით საერთოდ არ ჩანან. ნიკოლოზ ბარათაშვილი
დიდი მწერალია, ვფიქრობ მისი ნაწილობრივ გაგება რომ შემიძლია ეს მასწავლებლის, მასზე
საუბრების, სხვისი მოსაზრებების კითხვის შედეგია. შესაძლებელია გავიგო რას გრძლობდა
ის, თუმცა ჩემთვის რთული გასაგებია რატომ გრძნობდა
ამას. იმის გამო რასაც ვიგებ მისი შემოქმედებიდან
საკმარისია ვაღიარო მისი დიდებულება. ალბათ, ეს ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ჩემი მეგობრისგან
ესეც კი მსმენია - „ნიკოლოზ ბარათაშვილი ის პოეტია, რომელიც გათქმევინებს რომ მის გვერდითაა
დასაფლავებული გალაკტიონი და არა პირიქით“.
ვერიკო ტატიშვილი:
ნიკოლოზ ბარათაძვილი ერთ-ერთია იმ პოეტთაგან, რომელთა შემოქმედებაც ფართო მასებზე არაა გათვლილი. მეტაფორებით, ეპითეტებით და ემოციით დატვირთულ მის ლექსებს ყველა ვერ გაიგებს და სწორედ ამიტომაა ტატო დიდი პოეტი. პირველი გზა რომ გაიგო მისი სიტვები, იმავე სატკივარის ქონაა, რაც მას აწუხებდა... მეორე კი - შინაგანი მზაობა, აზიარო რაღაც განსხვავებულს, რაღაც ახალს. თუკი მართლაც გსურთ საკუთარი თავის გამოცდა მსგავს საკითხში. თუკი გსურთ იცოდეთ რამდენად მაღლა დგახართ - ბარათაშვილის შემოქმედება იდეალური ,,გამოცდა" იქნება თქვენთვის. ,,ბარათაშვილი რომ დიდი პოეტია ეს გემოვნების საკითხი არაა, ეს აზროვნების საკითხია" - ამბობს ლევან ბერძენიშვილი. სამწუხაროა, რომ დღევანდელი თაობის არც გემოვნება და არც აზროვნება არ აღმოჩნდა მზად ტატოსთვის. რა თქმა უნდა, არიან ისინიც, ვინც მოახერხა სწორად შეეფასებინა და დაეფასებინა ეს პოეტი. ჩვენ გავესაუბრეთ მე-12 კლასის მოსწავლეს თეო დემეტრაშვილს. აი რა სამბობს. იგი: ,,- ახალგაზრდებისთვის გაუგებარია ამ პოეტის სათქმელი... ზოგჯერ წინააღმდეგობებიც გაჩენილა.. თინეიჯერობის ასაკში ყველა ინდივიდუალურია და სამწუხაროდ კატეგორია არც ერთ საკითხს იღებს სერიოზულად. სწორედ ასეთ კატეგორიას არ ესმის ბარათაშვილისა. მე პირადად ძალიან მომწონს მისი შემოქმედება. განსაკუთრებით ,,ფიქრნი მტკვრის პირას", რადგანაც ეს ლექსი ყველა დროში აქტუალური იქნება.. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარათაშვილმა დროსაც კი გაუსწრო." როგორც ვხედავთ, კატეგორია მზადაა ამ პოეტის მისაღებად, ნაწილს კი ჯერაც დიდი გზა აქვს გასავლელი. პირადად მე, როცა ბარათაშვილის ლექსებს ვკითხულობ არ მიჭირს მისი გაგება. მართალია ზოგჯერ ზედმეტად ბანალურად მეჩვენება საუბრის მანერა, თუმცა ყველაფერი პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. მეტაფორების ამოკითხვა ყველას არ შეუძლია, ამიტომაც ვერ უგებენ ტატოს. განსაკუთრებით მომწონს ლექსი ,,ნაპოლეონი,,. ,,თვითონ სამარევ მევიწროოს თუ ტოლი მყვანდეს" - ამბობს ბარათაშვილი და ამ ერთი ფრაზით აღწერა მთელი მოღვაწეობა... და მართლაც 25 წლის ბიჭმა მოახერხა ის, რასაც მთელ სიცოცხლეს ანდომებენ ხოლმე, გახდა გენიოსი... თუმცა, დღემდე ვერ დაგვიფასებია. მისი შემოქმედება ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.. ბარათაშვილი ის ადამიანია რომლის გერდით დაკრძალვასაც გალაკტიონი ითხოვდა. თუმცა სწორედ იმიტომაა ტატო გენიოსი, რომ მისი ყველას არ ესმის. თითქოს ერთადერთი პრობლემა, რასაც უნდა ვაწყდებოდეთ, არქაული ფორმების ვერგაგებაა, მაგრამ ყველას რომ მოსწონდეს და ესმოდეს ,,მერანი", ყველას რომ შეეძლოს გასცდეს ამ ,,უხილავ საზღვარს", ბარათაშვილი თავის ფასს დაკარგავდა. ამიტომ, თუკი მართლაც გესმით ამ პოეტისა, თუკი ლექსების კითხვისას თქვენც გრჩებათ შეგრძნება, რომ ამ ადამიანმა იცის ყველა საიდუმლო, თავისუფლად შეგიძლიათ იფიქროთ, რომ სხვებზე ერთი საფეხურით მაღლა დგახართ, მაგრამ ბარათაშვილი მაინც ყოველთვის კიბის თავში იდგება.

No comments:
Post a Comment