ტატოს ოჯახი

ნიკოლოზი იყო ორი განთმქმული ოჯახის დამოყვრების შედეგად დაბადებული, რომელმაც ამ ბრწყინვალებისაგან ბევრი რამ მიიღო, მაგრამ რაც ყველაზე მეტად უნდოდა, ცხოვრებას ვერაფრით გამოჰგლიჯა.
ნიკოს დედა, ეფემია, იყო სამი განთქმული ოფიცრის, გრიგოლ, ზაქარია და ილია ორბელიანების და.
ეს იყო ძალიან შთამჭდავი და ძველი ოჯახი, რომელიც ერთი მხრივ, იყო ყაფლან ორბელიანის შთამომავალი და ამიტომაც სიამოვნებით უწოდებდა თავს ყაფლანიშვილებს, ანდა ყაფლანიანთ; მეორე მხრივ კი, ეს იყო ერეკლე მეორის ქალიშვილის, ელენეს შთამომავლობა. ძმებისა და ეფემიას დედა, ხორეშანი, იყო ერეკლეს შვილიშვილი.მამისაგან კი ნიკო გამოდიოდა ბარათაშვილთა მდიდარი და ცნობილი შტოს მემკვიდრე. მამამისი მელიტონი ძალიან შეძლებული კაცი იყო, თუმცა მთელი სიმდიდრე თბილისურ წვეულებებში დააბანდა. ის ძალიან კარგახსნილი კაცი გახლდათ, რითაც ისეთი ვალები დაიდო, რომ მთელი ცხოვრება ვეღარ გადაიხადა და ნიკოსაც, ვისაც უფრო ტატოს ეძახდნენ შინაურები, სატანჯველად გაუხდა ეს ვალი.
მელიტონ ბარათაშვილი იყო დიდი ქეიფების მომწყობი კაცი და თუ ვინმე იყო მაღალ თავადობაში- ალექსანდრე ჭავჭავაძით დასწყებული და განთქმული რუსებით დამთავრებული-ყველა მის სახლში იყრიდა თავს.
ძველი თავადი იყო ხვალისას ძნელად ფიქრობდა.
მაგრამ, იმავე დროს, მელიტონი იყო ძალიან ანჩხლი კაცი. ხასიათში ჰქონდა ყვირილი და ჩხუბი.
ძველები იგონებდნენ, ანჩისხატთან მცხოვრები მელიტონი ყვირილსა და ცოლ-შვილის ნალძღვას რომ დაიწყებს, არქიელის მოედანზე, თეკლა ბატონიშვილის სახლში ისმოდა. მაშინდელი პატარა თბილისი სცნობდა ამ კაცის ხმას.
ასე იყო მერეც, მუხრანის ხიდთან რომ გადავიდნენ საცხოვრებად.
მელიტონ ბარათაშვილმა იცოდა რამდენიმე ენა, რაც ძალიან ადგებოდა კარიერაში.ის დაახოლებული იყო რუსულ ადმინისტრაციასთან და კარგი ჯამაგირიც ჰქონდა.
იმ ხანებში კარგი თარჯიმნები და კავკასიელთა ენებზე მოლაპარაკე ხალხი ჭირდა და რუსები ასეთებს ძალიან აფასებდნენ. თუმცა, მელიტონ ისამსაახურშიც დიდად არ იაკვებდა თავს და ვინმესთვის ხელის შემორტყმა იშვიათობად არ უჩანდა. გალახული ჰყავდა კანცელარიის მთელი ადმინისტრაცია და წვრილ-წრვილი ჩინოვნიკები.
ასეთი კაცი იყო, არ სახლში და არც გარეთ ხელს არ აკლებდა.
ტატოც არერთხელ გაელახა სასტიკად. ასეთ ცელქს რას მოუთმენდა.
მას და ეფემიას თოთხმეტი შვილი ეყოლათ, მაგრამ უმრავლესი ჩვილობაშივე დაეხოცათ. გადარჩნენ მხოლოდ ოთხი ქალიშვილი და ერთი ვაჟი-ნიკოლოზი, ნიკო, ტატო, ტატიკო.

ეს ერთადერთი ბიჭი იყო ეფემიას იმედი და ხელისგულზე სატარებელი, მით უმეტეს, რომ ბიჭი იყო განსაკუთრებული ხასიათის, ძალიან ხალისიანი, მოძრავი და, როგორც იტყოდნენ, პირველი „ მოტანცავე“ ქალაქში მოწაფეობის დროიდან.

გამოყენებული ლიტერატურა:
 აკა მორჩილაძე - ქართულის რვეულები XIX საუკუნის სურათები

No comments:

Post a Comment